Monday, October 16, 2017

ბიოგრაფია

ვენა 1781-1791[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ფიგაროს ქორწინების“ ლიბრეტო, პრაღა, 1786 წელი.
1781 წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მისი ზალცბურგში გაჩერება და იგი გადადის ვენაში.
ზალცბურგის „კლანჭებიდან“ განთავისუფლებული მოცარტი ვენაში განაგრძობს ცხოვრებას, სადაც იქმნება მისი უმნიშვნელოვანესი ოპერები: 1782 წელს შედგა ვენაში პრემიერა "მოტაცება სერალიდან" (Die Entführung aus dem Serail) (KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, „ფიგაროს ქორწინების“ (Le nozze di Figaro) (KV 492) პრემიერა.
1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა „დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის“ (Don Giovanni) (KV 527) პრემიერა.
1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას „ასე იქცევა ყველა ქალი“ (Cosi fan tutte) (KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე.
1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას „La clemenza di Tito“ (KV 621) პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა „ჯადოსნური ფლეიტა“ (Die Zauberflöte) (KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში auf der Wieden.
ვენის შემოქმედებაში შედის აგრეთვე მესა c-Moll(KV 427)(1783), ი. ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი (KV 387, 421, 428, 458, 464, 465)(1785), „ლინცის სიმფონია“ (Linzer Sinfonie)(KV 425), „პრაღის სიმფონია“ (Prager Sinfonie) (KV 504) (1786) და „მცირე ღამის მუსიკა“(Eine kleine Nachtmusik) (KV 525) (1787), აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Es-Dur(KV 543), g-Moll(KV 550) da C-Dur „იუპიტერის სიმფონია“(Jupiter-Sinfonie) (KV 551) (1788).
ვენაში 1782/1783 წლებში მოცარტი იცნობს გოტფრიდ ვან სვიტენს, იმპერატორულ ბიბლიოთეკის(დღევანდელ ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის) პრეფეკტს, რომელიც მას აცნობს ი. ს. ბახისა და გ. ფ. ჰენდელის ნაწარმოებებს, მანუფაკტურებს. ბაროკოს დროის ნაწარმოებები დიდ გავლენას ახდენს მოცარტის შემოქმედებაზე.
1782 წლის 4 აგვისტოს მოცარტი ქორწინდება კონსტანცა ვებერზე, რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომელიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი. მოცარტის მამა ლეოპოლდ მოცარტი ორჯერ აკითხავს მას ვენაში, 1783 და 1785 წლებში. იგი 1787 წელს გარდაიცვალა.
ოპერა „ფიგაროს ქორწინებას“ და მის მაშინდელ ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა. მაგრამ ეს მის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველიდა. მოგვიანებით „ჯადოსნურმა ფლეიტამ“ ასე თუ ისე მოიპოვა წარმატება, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესა. მაგრამ ბოლოს დაიღალა ვენის არისტოკრატია მოზარტიტ, მოზარტმა დაკარგა ყველაფერი, აღარ ჰყავდა მოსწავლეები და იდზულებული გახდა მიეტოვებინა კომფორტული სახლი ცენტრში და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში.

No comments:

Post a Comment